გიორგი ვოლსკი: კუბილიუსი „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია და მისი პოზიცია არ არის გასაკვირი

„ანდრიუს კუბილიუსი „ნაციონალური მოძრაობის” ისეთივე მხარდამჭერი და შეიძლება ითქვას ერთი გაერთიანებული პოლიტიკური გუნდის წევრია, როგორც ნებისმიერი სხვა გინდ „ევროპული საქართველოდან”, გინდ „ნაციონალური მოძრაობიდან” და მისი პოზიცია არ არის გასაკვირი”,- ამის შესახებ ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადება, მისი ირონია და დამოკიდებულება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი და გამაღიზიანებელია.

„მისი ირონია და მისი დამოკიდებულება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით არის გამაღიზიანებელი და ვფიქრობ, შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები