საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან ნადირ ალფასლანთან.
შეხვედრაზე, მხარეების მიერ განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, რომლის ფარგლებშიც, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ზიარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სფეროში თანამშრომლობის პლატფორმის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, ზემოაღნიშნული მიმართულებით მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე.
წყარო: ფეისბუქგვერდი – „საქართველოს დიპლომატიური მისიები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები