პრემიერი: ქართულ ოჯახში ხშირად 3 და 4 თაობა ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე – სხვა ქვეყნებში

“დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სიკვდილიანობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და, სტატისტიკურად, საქართველო ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით უკეთესად გამოიყურება, ეს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეა და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ რიცხვები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს არის ყველაზე რისკის შემცველი სოციალური ჯგუფი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია და ჩვენ ხშირად 3 და 4 თაობა ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობა არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე – სხვა ქვეყნებში. ეს უნდა გავითვალისწინოთ და ყველამ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი, ვატაროთ პირბადე, რამეთუ დავიცვათ ჩვენი ახლობლები და ჩვენი ხანდაზმულები”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები