აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება. გარდა ამისა, აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება ისევე, როგორც გაგრძელდება რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებთან დაკავშირებით შეზღუდვები”, – აღნიშნა გახარიამ.