ლავროვი ყარაბაღში მშვიდობისმყოფელების განლაგებას ითხოვს
“ყარაბაღში მშვიდობისმყოფელები უნდა განლაგდნენ, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებას გააკონტროლებენ”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
“პირველ ეტაპზე, ორი რაიონის გათავისუფლების გარდა, უნდა მოხდეს ყველა სახის კომუნიკაციების, ეკონომიკური კავშირების, აღდგენა, ამოქმედდეს სატრანსპორტო საშუალებები და განთავსდნენ მშვიდობისმყოფელები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების განახლებას შეუშლიან ხელს”, – თქვა დიპლომატმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, რუსეთი თურქეთის პოზიციას არ ეთანხმება, რომ კონფლიქტის მოგვარება სამხედრო გაზით არის შესაძლებელი.