კინოჩვენებები „ჩაის სახლის“ ბაღში – ეს კვირა სპორტს და მის გულშემატკივრებს ეძღვნება

12 ოქტომბრიდან  16 ოქტომბრამდე კინოჩვენებები „ჩაის სახლის“ ბაღში გრძელდება. ამჯერად თემა – სპორტია.
„სპორტი გვაერთიანებს. პანდემიის გამოისობით, სტადიონზე სიარულს და ჩვენი საყვარელი გუნდის თამაშების ხილვას ვერ ვახერხებთ, ამიტომაც, გადავწყვიტეთ, რომ ეს კვირა სპორტსა და მის გულშემატკივრებს მივუძღვნათ  ჩაუჯექით „ჩაის სახლის“ ბაღში ფილმებს მეგობრებთან ერთად და თავი საყვარელი სპორტის სახეობის თამაშზე იგრძენით“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კინოჩვენებების განრიგი:
14.10 – THE LEGEND OF BAGGER VANCE / „ლეგენდა ბაგერ ვანსზე“
ამერიკა, 20-იანი წლები. გოლფის დიდი ოსტატი ომიდან სხვა ადამიანად ბრუნდება. ტრაგიკულმა მოვლენებმა და ბედის უკუღმართობამ, მის ცხოვრებას აზრი დააკარგინა, გულზე კი ღრმა ჭრილობები დაუტოვა… და მხოლოდ გულითადი მეგობრების დახმარებას და საყვარელი ქალის სინაზეს და სიყვარულს შეუძლია გადაატანინოს ცხოვრებისეული წინააღმდეგობები წარმატების მისაღწევად.

15.10 – GREEN STREET HOOLIGANS / „მწვანე ქუჩის ხულიგნები“
ჰარვარდის უნივერსიტეტიდან უსამართლოდ გარიცხვის შემდეგ, ამერიკელი მეთ ბაკნერი ინგლისში, დასთან ჩადის. აქ იგი მომხიბლავ, მაგრამ საშიშ სიძეს, პიტ დუნჰამს დაუმეგობრდება, რომელიც მას ბრიტანული ფეხბურთის ხულიგან გულშემატკივრებს გააცნობს. მეგობრების დახმარებით მეთი სწავლობს, როგორ გაძლიერდეს და როგორ იცხოვროს ძალადობით აღსავსე სამყაროში. “მწვანე ქუჩის ხულიგნები” არის ისტორია ერთგულებაზე, ნდობასა და ზოგჯერ სასტიკ შედეგებზე, რაც ხიფათიან ცხოვრებას ახლავს.

16.10- PELÉ: BIRTH OF A LEGEND / „პელე: ლეგენდის დაბადება“
ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ცხოვრების ისტორია.
მის: ჭავჭავაძის გამზ.1,  „ჩაის სახლის“ ბაღი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები