აზერბაიჯანმა ყარაბაღს მიღმა, სომხეთის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში – რას იზამს რუსეთი?

დღეს, დილით აზერბაიჯანმა უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, პრევენციული ცეცხლის შედეგად, სომხეთის ტერიტორიაზე ოპერატიული-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის რამდენიმე ბატარეა გაანადგურეს. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, სომხეთი აზერბიჯანული ქალაქის – განჯისა და მინგეჩაურის წყალსატევის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვას გეგმავდა. აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე იერიშს სომხეთის თავდაცვის უწყებაც ადასტურებს.
როგორც რუსული მედიის ერთი ნაწილი წერს, ამ იერიშის შემდეგ, რუსეთს აქვს ლეგიტიმური უფლება, ჩაერიოს და სომხეთს აგრესორის მოგერიებაში დაეხმაროს.
როგორც ცნობილია, რუსეთსა და სომხეთს შორის გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულება რუსეთს ავალდებულებს, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, სომხეთს დახმარება აღმოუჩინოს და საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთოს.
რას იზამს რუსეთი? ამის თქმა პოლიტოლოგებსა და პოლიტიკურ მიმომხილველებს უჭირთ, თუმცა, იხსენებენ რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის განცხადებას, რომელიც აგრესიის შემთხვევაში სომხეთს და არა ყარაბაღს სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, რომ საომარი მოქმედებები ყარაბაღსა და მის შემოგარენში 27 სექტემბერს დაიწო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები