ნიდერლანდებში ნაწილობრივი “ლოქდაუნი” გამოცხადდა
ნიდერლანდების ჩრდილოეთით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო, ნაწილობრივი “ლოქდაუნი” გამოცხადდა.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, მარკ რუტემ და ჯანდაცვის მინისტრმა, უგო დე იონგმა განაცხადეს.
გადაწყვეტილების მიხედვით, დაიხურა კვების ობიექტები, დახურულ სივრცეში 30-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. ასევე, საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლისა და მსუბუქი ნარკოტიკის მიღება 20:00 საათიდან 07:00 საათამდე იკრძალება.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობა იზღუდება.
სავალდებულოა საზოგადოებრივ ადგილებში, ასევე, სკოლებში პირბადის ტარება.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ზომა 4 კვირის განმავლობაში იქნება ძალაში, ორ კვირაში კი მინისტრთა კაბინეტი ეპიდვითარებას გადახედავს.
გასულ ერთ დღეში ნიდერლანდებში კოვიდ19-ის 7393 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით 549-ით მეტია.