ავღანეთში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა – სულ მცირე, 15 ადამიანია დაღუპული

ავღანეთში, გილმენდის პროვინციაში ორი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა.

Tolo News-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა.

აღინიშნება, რომ შეჯახება მას შემდეგ მოხდა, რაც საჰაერო ჰომალდებმა სპეცრაზმის წევრები ჩამოსვეს და ბორტზე უსაფრთხოების სამსახურის დაჭრილი თანამშრომლები აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები