დალაი ლამა “კოვიდ19”-ს დაგროვილი კარმის შედეგად მიიჩნევს
“კორონავირუსის ეპიდემია ხალხის მიერ დაგროვილი კარმის შედეგია, ამიტომ, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რომ მომავალში მსგავსი დაავადების აფეთქების არიდება მოხერხდეს”, – თქვა XIV დალაი ლამამ.
“წავაწყდით კორონავირუსის პანდემიას, რაც შეუძლებელია, მწუხარებას არ იწვევდეს. რაც ხდება, გამოწვეულია წარსულში დაგროვილი კარმით, რასაც ვეღარ შევცვლით. მაგრამ უნდა მივიღოთ ზომები, რომ მომავალში მსგავსი დაავადების არიდება მოხერხდეს”, – ამბობს დალაი ლამა.
ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ, ამ მიზნის მისაღწევად, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანები ყველაფერს აკეთებენ.
“ყველას შენატანს ვაფასებ, ვინც ახლა პირველ რიგებში ებრძვის პანდემიას და ყველას მადლობას გიხდით. ყოველ დილით ვლოცულობ, რომ პანდემიამ უახლოეს დროში იკლოს. აღნიშნულ პრაქტიკას ვუძღვნი მსოფლიოს კეთილდღეობას, განსაკუთრებით – ინდოეთს”, – აღნიშნა მან.