რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ
ბათუმში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. მორიგი შეხვედრა მაჭახლის, შანიძისა და გოთუას ქუჩის მცხოვრებლებთან გაიმართა.
მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მაჟორიტარობის კანდიდატებმა სამომავლო გეგმებსა და აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. აგრეთვე, მოისმინეს არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზები დასახეს.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატები აღნიშნავენ, მოსახლეობასთან მსგავსი ტიპის კომუნიკაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.