ჯანმო: კოვიდ 19-ის მეორე ტალღასთან საქმე არ გვაქვს

“კორონავრუსის ამჟამინდელი ფორმა და გამოვლინება აჩვენებს, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის მეორე ტალღასთან საქმე არ გვაქვს”, – განაცხადა ჯანმო-ს საგანგებო ვითარებების რეგიონალურმა დირექტორმა, დორიტ ნიცანმა განაცხადა.

ამის შესახებ მან კონფერენციის – “პანდემია 2020: გამოწვევები, გადაწყვეტილებები, შედეგების” მსვლელობის დროს განაცხადა.

მისი თქმით, “არსებობს ქვეყნები, სადაც ინფიცირების ზრდა შეინიშნება, მაგრამ არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი კლებულობს. ამ ვითარებას ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, ვსწავლობთ იმ ქვეყნებს სადაც მაჩვენებელი იკლებს”.

ნიცანმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ “ბევრი ვერ ათვითცნობიერებს,  კორონავირუსი სახიფათო დაავადებაა. მსოფლიოში მოსახლეობის 5%-ს დაავადება მძიმედ გადააქვს, მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის, ამაზე რთულია საუბარია, მაგრამ მათ ძალიან უჭირთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები