გროზნოში „ბოევიკები“ გაანადგურეს – კადიროვი ხელს უცხოეთისკენ იშვერს

რუსული მედიის ცნობით, დღეს დილით ჩეჩნეთში, კერძოდ, ქალაქ გროზნოში კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად 4 „ბოევიკი“ გაანადგურეს. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, „ბოევიკებმა“ ჩეჩნეთში უცხოეთიდან შეაღწიეს და გროზნოში ტერაქტებს გეგმავდნენ. კადიროვის თქმით, „ბოევიკების“ შესახებ ინფორმაცია ჩეჩნეთის სამართალდამცავებს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა. ჩეჩნეთის ხელმძღვანლის ინფორმაციით, ვითარება გროზნოში სტაბილურია და მოსახლეობი უსაფრთხოება გარანტირებულია. როგორც რუსული მედია წერს, ვითარებას ორი სამართალდამცავი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები