აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს სრულად იცავენ
აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან შეხების წერტილში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს სრულად იცავენ.
ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ვაგიფ დიარგიჰლიმ განაცხადა.
“აზერბაიჯანის არმია სროლებსა და შეტევებს არ ახორციელებს. ქვედანაყოფები ჰუმანიტარული დაზავების რეჟიმს მთლიანად იცავენ”, – თქვა მან.
თუმცა, აღნიშნული განცხადების მიუხედავად, სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანული არმია ყარაბაღის მიმართულებით იერიშებს აგრძელებს.