ჩეხეთში სკოლები იხურება

ჩეხეთში 14 ოქტომბრიდან ყველა დონის სკოლის დახურვა იგეგმება, მოსწავლეები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

Novinky ქვეყნის განათლების მინისტრ რობერტ პლაგაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სკოლები შესაძლოა, 23 ოქტომბრამდე იყოს დახურული, შემდეგ კი 1-ელ  ნოემბრამდე ჩეხეთში საშემოდგომო არდედაგებია.

ამასთან, ბაგა-ბაღების დაკეტვა არ მოხდება.

ჩეხეთში კორონავირუსის მზარდი გავრცელების ფონზე, 12 ოქტომბრიდან ძალაში ორი კვირით ახალი შეზღუდვები შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები