„ქართული პროზის ინტერპრეტაციები თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“

18 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრების ციკლის -„ქართული პროზის ინტერპრეტაციები თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“ – ფარგლებში, გაიმართება პირველი შეხვედრა. შეხვედრის სტუმარია რეჟისორი თემურ ჩხეიძე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს თეატრმცოდნე მაკა ვასაძის (ასოცირებული პროფესორი, კრიტიკოსი) პროექტს – „საუბრები თეატრზე”, რომელიც წარმოადგენს დისტანციურ საჯარო შეხვედრა-მასტერკლასებს სტუდენტებისთვის და მათთვის, ვისაც, ზოგადად, თეატრი, ხელოვნება უყვარს.
„ქართული პროზის ინტერპრეტაციები თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“- საუბრების მეორე ციკლია.
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო, აღნიშნული პროექტი ონლაინრეჟიმში გაიმართება.
შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის საშუალებით (აუცილებელია Gmail-ის ელექტრონული ფოსტის სერვისის გამოყენება), ბმულზე:  https://meet.google.com/frt-wbvb-ynp

შეხვედრა-მასტერკლასების I ციკლის – „შექსპირი თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“ – ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია ფეისბუქგვერდზე:
https://www.facebook.com/watch/424640114314867/241968027044224

ასევე „საუბრები თეატრზე”  youtube-ის არხზე: https://www.youtube.com/channel/UCBRUZ0HwneWeojkWevpZPVQ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები