სამტრედიის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი, ისევე როგორც მთელს საქართველოში, დღეს განახლდა.
სამტრედიის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების დაცვით დაიწყო.
ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო პროცესის დაწყებას ადგილზე აკვირდებიან მუნიციპალიტეტის მერი – ვალერი ფოცხვერია და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი – ხათუნა გაგუა.
მუნიციპალიტრტის მერმა ბაგა-ბაღების პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ახალის სასწავლო წელის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.