გოჩა ენუქიძე წვირმის თემის მოსახლეობას შეხვდა

“საინტერესო და გულთბილი შეხვედრა მქონდა წვირმის თემის სოფლების, ასკარტის, აცის, იელის, ჩობანისა და წვირმის მოსახლეობასთან”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

“ყველაფერს ვაკეთებ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, მოსახლეობას საკუთარი პრობლემების მოგვარებაში დავეხმარო”,- აღნიშნა  გოჩა ენუქიძემ, რომელიც წვირმის თემის მოსახლეობას შეხვდა, სადაც: მიმდინარეობს საჯარო სკოლის მშენებლობა; აშენდა ახალი საბავშვო ბაღი; აშენდა სოფელ წვიმრის სასოფლო-სამეურნეო; დანიშნულების ხიდი; პროექტირდა სოფელ წვირმის ცენტრთან; დამაკავშირებელი 3 კილომეტრიანი საავტომობილო გზა და მომავალი წლიდან მშენებლობის პროცესი დაიწყება; აშენდა ნაპირდამცავი გაბიონები სოფელ იელში; სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 12 პროექტი განხორციელდა; დაგეგმილია სოფელ იელის მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა; მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირებისთვის მოქმედებს სოციალური და საგადასახადო შეღავათები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები