“ჩვენ ამ ადამიანებთან გვაქვს მუდმივი ურთიერთობა”- გოგი მეშველიანი ბოლნისში ამომრჩეველს შეხვდა
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს.
მმართველი გუნდის კანდიდატი ამჯერად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფოლადაურის, სამწევრისის, ზემო ბოლნისისა და სოფელ ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„ჩვენ ამ ადამიანებს დიდი ხანია ვიცნობთ, მათთან მუდმივი ურთიერთობა გვაქვს. აქ მცხოვრები საზოგადოება გვენდობა და იმედიანად არის განწყობილი. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ ყველა ის საკითხი რომელიც დღეს იქნა წამოწეული მოსახლეობის მიერ, უახლოეს მომავალში გადავწყვიტოთ”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.