ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბაღებში სწავლა 19 ოქტომბერს განახლდება

სასწავლო პროცესი არ იწყება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებშიც – სწავლა 19 ოქტომბრამდე გადაიდო.
სწავლის გადადების მიზეზად გაზის კომპანია “სოკარისა” და პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების ბოლომდე არ შესრულება სახელდება.
” სწავლა ჩვენთანაც 19 ოქტომბრამდე გადაიდო, არის რაღაც რეგულაციები, რის შესრულებასაც ბოლომდე ვერ ვასწრებთ, რამდენიმე ბაღში კომპანია “სოკარის” რეგულაცია არ არის შესრულებული”, – ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრში დაგვიდასტურეს.
გურიაში სააღმზრდელო პროცესი ბაღებში მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები