„დასაწყისი” – საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარზე“ ცნობილია

სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარზე“.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი” – საქართველოს კანდიდატი ფილმია „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.
გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო ფარული კენჭისყრის საფუძველზე.
კომისიის შემადგენლობა:
ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი, ოთარ ბუბაშვილი, გოგი გვახარია, ლაშა ბაქრაძე, ნანა დოლიძე, რამაზ ხოტივარი, ალეკო ცაბაძე, გიორგი შველიძე, სალომე დემურია, ია შუღლიაშვილი, მაკო ჭილაშვილი, ანა ჭყონია, მარიამ ხაჭვანი, ვაკო კირკიტაძე, ლაშა ცქვიტინიძე.

სპეციალური კომისია, რომელმაც „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოავლინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები