ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის აფეთქებისთვის ემზადებიან – ინფიცირებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა, ჯამურად, ე.წ. რესპუბლიკაში 15 სექტემბერს რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ, ვირუსი 16 ადამიანს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ე.წ. მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული 16 პირიდან სტაციონარში მკურნალობა მხოლოდ ნაწილს დასჭირდა, დანარჩენი ამბულატორიულად მკურნალობს.
მანამდე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ე.წ. მთავარმა ექიმმა – ინდირა ბიჩენოვამ განაცხადა, რომ სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე ნიღბის ტარების რეჟიმი მოქმედებს.
გარდა ამისა, მისი თქმით, კორონავირუსული ინფექციის შესაძლო აფეთქებისთვის ბავშთა საავადმყოფოს ამზადებენ.
პანდემიის დაწყებიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვირუსის 106 შემთხვევა იყო გამოვლენილი, თუმცა, 15 სექტემბერს რუსეთთან ე.წ.საზღვრის გახსნამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში დე ფაქტო მთავრობაში აცხადებდნენ, რომ მათ ტერიტორიაზე კოვიდ 19 აღარ არსებობდა. ლეტალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა.