“ასადის სიტყვები არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს” – თურქეთში სირიის ლიდერს უპასუხეს

“სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის განცხადებები მთიან ყარაბაღში სირიისა და სხვა ქვეყნებიდან ტერორისტების გამოყენების შესახებ თურქეთის ლიდერის მიმართ პირად სიძულვილს უკავშირდება”, – განაცხადა თურქეთის ოპოზიციური “განახლების პარტიის” ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, ოზთურქ ილმაზმა.

მისი თქმით, ასადს ერდოღანის მიმართ პირადი სიძულვილი აქვს​ და მისთვის ზიანის მიყენებით ის ზიანს მთლიანად თურქეთს აყენებს. ამასთან, დეპუტატის შეფასებით, ასადის განცხადებები არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს და პროპაგანდის ინსტრუმენტია.

მისივე თქმით, თურქეთს აზერბაიჯანსა და აზერბაიჯანსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში საკუთარი უფლებები და ინტერესები აქვს.

“რია ნოვისტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში სირიის ლიდერმა, ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ თურქეთი მთიან ყარაბაღში სირიიდან და სხვა ქვეყნებიდან ტერორისტებს იყენებს.

მისი თქმით, თურქეთი მთიან ყარაბაღში იმავე მეთოდებს იყენებს, რასაც – ლიბიაში, სადაც სირიელ და შესაძლოა, სხვა ქვეყნების ტერორისტებს იყენებდა.

“ამას მტკიცებულება არ სჭირდება, ეს ცხადია იმიტომ, რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, თურქეთმა გამოიწვია ეს პრობლემა, კონფლიქტი წამოიწყო: ის ამას ახალისებდა. თურქეთს რაღაცის მიღწევა უნდა და იმავე მეთოდების გამოყენებას ცდილობს. ამიტომ, დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ანკარა იყენებს სირიისა და სხვა ქვეყნების ტერორისტებს მთიან ყარაბაღში”, – თქვა ასადმა.

მისივე შეფასებით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ომებს ქვეყნის შიდა პრობლემებისგან ხალხის ყურადღების გადატანის მიზნით იწყებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა “ისლამურ სახელმწიფოსთან” მისი კავშირების შესახებ.

“ის ომებს სხვადასხვა რეგიონში საზოგადოებრივი ყურადღების გადატანის მიზნით იწყებს, განსაკუთრებით – სირიაში “ისლამურ სახელმწიფოსთან” მისი სკანდალური კავშირების შემდეგ. ყველამ იცის, რომ “დაეში” სირიულ ნავთობს თურქეთის მეშვეობით ყიდდა, ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების ქოლგის ქვეშ, ასევე ის, რომ ამ ნავთობის გაყიდვაში თურქები მონაწილეობდნენ. ასეთია მისი მიზნები, და ეს სახიფათოა”, – თქვა ასადმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები