ყირგიზეთში 4 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ქვეყნის ცესკო-მ გააბათილა.
თუმცა, აღნიშნულს წინ ბიშკეკში არეულობა უძღოდა, რომლის დროს, მედიის ინფორმაციით, აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა, 590 კი დაშავდა.
ბიშკეკში საპროტესტო აქცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში დაიწყო.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვით, 7 %-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს. შეკრებილები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახლა დანიშვნას მოითხოვდნენ. თუმცა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა – სოორონბაი ჟეენბეკოვმა განაცხადა, რამდენიმე პოლიტიკური ძალა აქციის მონაწილეების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს.
აქციის მონაწილეები გვიან ღამით პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შენობებში შეიჭრნენ. ამის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის იზოლატორიდან გაათავისუფლეს კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი – ალმაზბეკ ატამბაევი, რომელიც აქციის მონაწილეებსა და უწყების ხელმძღვანლობას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოიყვანეს შენობიდან.
დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ განვითრებული მოვლენების ფონზე თანამდებობა ბიშკეკის მერმა, აზიზ სურაკმატოვმა დატოვა.