აზერბაიჯანი ICAO-ს მიმართავს, რომ, საომარი ვითარების გამო, ფრენების უსაფრთხოება უზრუნველყოს
აზერბაიჯანი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) მიმართავს, რომ, სომხეთის მზარდი აგრესიის გამო, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოება უზრუნველყოს.
ორგანიზაციას შესაბამისი წერილით აზერბაიჯანის ავიახაზების AZAL-ის ადმინისტრაციამ მიმართა.
როგორ წერილშია აღნიშნული, გამომდინარე იქედან, რომ “იკაო” გაერო-ს სპეციალიზებულ დაწესებულებას წარმოადგენს, მან აზერბაიჯანის სუვერენიტეტის მთლიანობასთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება უნდა გამოხატოს და ხაზი გაუსვას აზერბაიჯანის სუვერენიტეტს მთიან ყარაბაღზე, რითაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან სოლიდარობას გამოთქვამს.
“სომხეთის შეიარაღებული ძალები უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში განაგრძობენ იერიშებს საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების გამოყენებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამოქალაქო ობიექტების მისამართით. აღნიშნული ქმედება იმ სამოქალაქო საჰაერო ჰომალდებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რომლებიც ფრენებს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ახორციელებენ. გარდა ამისა, სომხეთის სამხედროები იყენებენ საჰაერო სამიზნეების განადგურებისთვის ისეთ სისტემებს, რომლის შედეგად შესაძლოა, 2014 წლის დონეცკის სცენარი ვიხილოთ”, – ნათქვამია წერილში.
აღინიშნება, რომ “აზერბაიჯანის რესპუბლიკა “იკაოს” სტანდარტებისა და რეკომენდაციების ერთგული რჩება და საკუთარ საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”.