კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა და ორი გარდაცვლილი – რა ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 49 შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვირუსს ორი პირი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს 117 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 765 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 640 პაციენტი, გარდაიცვალა 15 მოქალაქე.