ალიევი: ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში თურქეთი უნდა მონაწილეობდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში თურქეთი უნდა მონაწილეობდეს.

​ამის შესახებ მან თურქულ ტელეარხთან, TRT Haber-თან საუბარში განაცხადა.

“თურქეთი კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში მომავალში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს. თურქეთი რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა, აზერბაიჯანის მეზობელია, ასევე, სომხეთის მეზობელიც. მომავალ სამშვიდობო პროცესში, რომელიც აუცილებლად დადგება, თურქეთის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – თქვა მან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კონფლიქტში საფრანგეთის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებები მიუღებელია.

ამასთანავე, ალიევმა თქვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტში შუამავლებმა ტერიტორიიდან “სომხეთის არმიის გაყვანის” გარანტიები უნდა დადონ.

რაც შეეხება რუსეთს, ალიევმა თქვა, რომ ბაქოსა და მოსკოვის ურთიერთობა მაღალ ნიშნულზეა, ამჟამად კი რუსეთის პოზიცია ძალიან საპასუხისმგებლოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები