მევლუთ ჩავუშოღლუ: საფრანგეთი ოკუპანტ სომხეთს მხარს ღიად უჭერს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების იერიშს ,,სამხედრო დანაშაულს,, უწოდებს.

ამის შესახებ დიპლომატმა ანკარაში ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზაა – აზერბაიჯანის მიწების დეოკუპაცია.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ბაქოს ანკარასთვის დახმარებისთვის არ მიუმართავს.

“მაგრამ თუ ასეთ თხოვნას მივიღებთ, დაუფიქრებლად გავუწოდებთ აზერბაიჯანს დახმარების ხელს”, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია საუბრისას დიპლომატმა თქვა, რომ “საფრანგეთი ოკუპანტ  სომხეთს ღია მხარდაჭერას უცხადებს”.

მან ასევე თქვა, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ, მათ შორის, ნატო-მ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთს ჯარის გაყვანისკენ უნდა მოუწოდონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები