კახა კალაძე: “ქართულ ოცნებას” ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ არჩევნები მოიგოს პირველივე ტურში

“ქართულ ოცნებას” ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ არჩევნები მოიგოს პირველივე ტურში”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირების აუცილებლობა არ დადგება.

„დღეს საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური პარტია გახლავთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ არჩევნები მოიგოს პირველივე ტურში და არანაირი კოალიციური მთავრობის აუცილებლობა არ იქნება.

პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ეს ჩანს იმ შეხვედრებზე, იმ კომუნიკაციაში, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები