ეკატერინე ტიკარაძე: აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების საკმაოდ მაღალი მატებაა, ეს მნიშვნელოვნად საყურადღებოა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება საყურადღებოა.
მისივე თქმით, მოსახლეობის პასუხისმგებლობა და მათი მხრიდან რეკომენდაციების შესრულება უმნიშვნელოვანესია.
“აჭარაში კორონავირუსის საკმაოდ მაღალი მატებაა. ეს მნიშვნელოვნად საყურადღებოა. ჯანდაცვის სამინისტროს სრული გუნდი, ხელმძღვანელი პირები აქტიურად არიან ჩართულნი პროცესის მართვაში. რა თქმა უნდა, პროცესს ვაკონტროლებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამთავრობო გუნდის ჩართულობა, არამედ მოსახლეობის დამყოლობა და მათი მაღალი პასუხისმგებლობა, რაც აისახება იმაში, რომ სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად რჩება”, – განაცხადა მინისტრმა.