პარიზი “გაფრთხილების ზონად” გამოცხადდება – იხურება კვების ყველა ობიექტი
საფრანგეთის დედაქალაქში ხვალიდან ყველა რესტორანი და ბარი დაიხურება, ქალაქი კი “მაქსიმალური გაფრთხილების ზონად” გამოცხადდება.
ამის მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, – წერს Le Figaro.
აღინიშნება, რომ საკარანტინე ზომები 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ქვეყანაში განგაშის მაქსიმალური დონე ძალაში იმ დროს შედის, როდესაც გარკვეულ რეგიონებში ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათასს მოსახლეზე 250-ს აღემატება, ასევე, მაშინ, როდესაც საავადმყოფოებში საწოლების სულ მცირე 30% დაკავებულია.
რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები ღიად იმ შემთხვევაში შეიძლება, დარჩნენ, თუ მათი სამუშაო დღე 22:00 საათზე დასრულდება და მოხდება კლიენტების საკონტაქტო ინფორმაციის ჩაწერა.
ქვეყნის პრემიერის კანცელარიაში ამბობენ, რომ სახლში მუშაობა უნდა გახდეს პრიორიტეტული, “როგორც არასდროს”.
საფრანგეთში 4 ოქტომბერს კორონავირუსის 12 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ევროპის კონტინენტზე ქვეყანა ინფიცირების მაჩვენებლით ესპანეთის შემდეგ მეორეა, პანდემიის დაწყებიდან კი რესპუბლიკაში 629 509 შემთხვევა გამოვლინდა, 32 171 პირი გარდაიცვალა, ხოლო 100 281 განიკურნა.