თურქეთი, ქალაქ განჯაზე თავდასხმას ჟენევის კონვენციის დარღვევად მიიჩნევს

თურქეთი აზერბაიჯანულ ქალაქ განჯაზე თავდასხმას უარყოფითად აფასებს და მომხდარს ჟენევის კონვენციის დარღვევად მიიჩნევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “Tass” თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დღევანდელი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ქალაქზე, რომელიც აზერბაიჯანში სიდიდით მეორეა, სომხეთის ახალი უკანონო პოზიციის გამოვლენაა. ჩვენ განვიკითხავთ ასეთ თავდასხმებს. ოკუპირებულ აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე დამარცხების შემდეგ, სომხეთი ჰუმანიტარული უფლებების ყველა პრინციპს არღვევს, პირველ რიგში კი ჟენევის კონვენციის”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები