სომხეთი ბაქოს ბრალდებას “საბრძოლო ველის გაფართოების” შესახებ პასუხობს

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბრალდებად მიიჩნევს და თავად ადანაშაულებს “ბრძოლის ველის გაფართოებაში”. აღნიშნულის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა განაცხადა.

“საბრძოლო მოქმედებებში უკვე ჩართულია სომხეთის ტერიტორიები, კერძოდ კი, ვარდენინის რაიონის დასახლებული პუნქტი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა მძიმე არტილერიითა და უპილოტო საფრენი აპარატით. თუ კი ეს მისთვის (სომხეთის თავდაცვის მინისტრისთვის) არ ნიშნავს ბრძოლის ველის გაფართოებას, მაშინ დასკვნები სპეციალისტებმა გამოიტანონ”,- აცხადებს სომხეთის თავდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართ არავითარი თავდასხმა არ განხორციელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები