თავდასხმა გიანჯაზე – აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქზე, გიანჯაზე, სომხეთის ტერიტორიიდან თავდასხმა განხორციელდა.

აღნიშნულის შესახებ მტკიცებულება აზერბაიჯანს ჯერჯერობით არ წარუდგენია, ხოლო სომხეთი ამ ინფორმაციას უარყოფს.

მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქის გასანოვი აცხადებს, რომ სომხეთის ტერიტორიიდან თავდასხმა “აფართოებს ბრძოლის ველს”.

სომხეთი და მთიანი ყარაბაღი სამხედრო თვალსაზრისით ფაქტობრივად ერთ მთლიანობას წარმოადგენს, მაგრამ ფორმალურად სომხეთის რესპუბლიკა ომში არ მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები