აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხური არმის მიერ ქალაქებსა და სოფლებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, სომხური არმიის ქალაქებსა და სოფლებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეს მიმართ შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს.

“ამ დროისთვის, სომხური შეიარაღებული ძალები ხანკენდის ტერიტორიიდან სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ ქალაქ ტერტერზე და ქალაქ გორადისზე. ასევე, მათ თავდასხმა განახორციელეს გიანჯაზე. აზერბაიჯანული არმია ადეკვატურ საპასუხო ზომებს მიიღებს მტრის წინააღმდეგ”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები