ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა სამედიცინო დაწესებულებიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მალე დაბრუნდება და მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში თავის მოვალეობებს გააგრძელებს.
“ვფიქრობ მალე დავბრუნდები. მე უნდა დავბრუნდე, იმიტომ რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადო. როდესაც აქ მოვედი, თავს ცოტა ცუდად ვგრძნობდი, ახლა კი გაცილებთ უკეთ ვარ. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება უახლოეს რამდენიმე დღეში, ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილი გამოცდაა”,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს მისი მდგომარეობის გაზიარებისთვის და კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.