მექსიკაში პოლიციის ესკორტს თავს დაესხნენ – დაღუპულია 6 ადამიანი

მექსიკაში საპატრულო პოლიციის ესკორტს შეიარაღებული პირები დაესხნენ. თავდასხმის შედეგად 6 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 7 დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს.

თავდასხმის შემდეგ შეიარაღებული პირები ადგილიდან საკუთარი ავტომობილებით მიიმალნენ, სამართალდამცავებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, სავარაუდოდ თავდამსხმელებს შორის არიან დაჭრილები.

შეტაკება შტატ დურანგოში, სასტუმრო ელ მექსიტალთან მოხდა, რომელიც ნარკოკონტროლის აქტიურ ზონაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები