მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევებმა 35 მილიონს გადააჭარბა 

მსოფლიოს ქვეყნებში უკვე 35 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით. აღნიშნულს ვებგვერდ Worldometers-ის სტატისტიკა მოწმობს.

3 ოქტომბრის ჩათვლით, მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ის 35 038 417 შემთხვევა. ამასთან, 26 მილიონზე მეტი პაციენტი უკვე განიკურნა, ხოლო 1 036 043, გართულებების გამო, დაიღუპა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი 1 მილიონ მოსახლეზე 132,9-ს აღწევს.

ინფიცირებულთა სიმრავლით კვლავ ამერიკა ლიდერობს, სადაც 7 578 436 შემთხვევაა დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, ხოლო მესამეს – ბრაზილია.

საერთო ჯამში, მსოფლიოში 7,9 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები