დეფაქტო მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო კიდევ 51 დაღუპულის შესახებ იუწყება

დეფაქტო მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო 27 სექტემბრის შემდეგ, კიდევ 51 დაღუპულის შესახებ იუწყება. მათივე ცნობით, საერთო ჯამში 202 ადამიანია დაღუპული.

თავდაპირველი ინფორმაციით, არ აღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაღუპულ ჯარისკაცთა რიცხვი 156 აღწევდა.

დღეს, 3 ოქტომბერს არ აღიარებული რესპუბლიკის ცნობით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალების დანაკარგი, ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის დროს, 3 ათას ადამიანს აღწევს.

ერევანში აღნიშნავენ, რომ 24 საათის განმავლობაში 540 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ასევე ცნობილი გახდა ასობით “ბრონიტექნიკის”, სამი თვითმფრინავისა და რვა ვერტმფრენის განადგურების შესახებ. ბაქო ამ მონაცემებს უარყოფს.

აზერბაიჯანის მონაცემებით, სომხეთის დანაკარგი 27 სექტემბრიდან 230 ტანკსა და სხვა “ბრონიტექნიკას”, 250 საარტილერიო დანადგარსა და ნაღმმტყორცნს, 38 სხვადასხვა კომპლექსურ იარაღს და 10 საგუშაგოს შეადგენს. აღნიშნულ ინფორმაცის ერევანი უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები