კამჩატკის სანაპიროზე მკვდარი ზღვის ბინადრები გამოირიყა

მკვდარი ზღვის ვარსკვლავები, რვაფეხები და თევზები – ასე გამოიყურება დღეს კამჩატკის სანაპიროები. ოკეანე რამდენიმე დღეა, თითქოს, მკვდარ ზღვის ბინადრებს “იფურთხება”. იქ ხალხის მდგომარეობაც არადამაკმაყოფილებელია. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედიიდან და სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი.

“წყალში ყოფნის შემდეგ, თვალებზე თითქოს ბინდი მაქვს გადაკრული, ყელშიც უცნაური სიმშრალეა”,- აღნიშნა ადგილობრივმა სერფერმა, ეკატერინე დიბამ.

მოსახლეობას სთხოვენ ოკეანესთან ახლოს არ მივიდნენ. შესაძლოა გასეირნების დროსაც კი ცუდად გახდეს ადამიანი. ნაპირზე ბევრი რვაფეხაა გამორიყული, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ასეთი რამ ძლიერი შტორმის დროსაც კი არ ხდება.

“ჯერჯერობით ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, არის ის რომ წყალი მართლაც დაბინძურებულია სხვადასხვა ნივთიერებით. წყლიდან აღებულია სინჯები, მაგრამ საბოლოო პასუხები ჯერ მზად არ არის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი. ამჟამად მომხდარი მასშტაბის ანალიზი მიმდინარეობს”,- განაცხადა კამჩატკის რაიონის გუბერნატორმა, ვლადიმერ სოლოდოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები