მადრიდში კარანტინის ზომები გამკაცრდა – ქალაქი იხურება

მადრიდში რესტორნებსა და ბარებს ხურავენ. ესპანეთის ხელისუფლების ბრძანებით რეგიონში, კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვის უეცარი ზრდის გამო მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. მოსახლეობას აკრძალული აქვს სხვა რეგიონებში წასვლაც. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გამკაცრებული ზომების მოწინააღმდეგენი აცხადებენ, რომ ეს მადრიდის ეკონომიკას დაანგრევს, ხოლო ესპანეთის ეკონომიკას ყოველივე ეს 8 მილიარდი ევრო დაუჯდება.

“ცუდი მდგომარეობაა. პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძალიან ფატალურია. ჩვენ, სასტუმროებისა და კაფე-ბარების მუშაკებმა ამაზე პასუხი უნდა ვაგოთ. არანაირ მხარდაჭერას არ ვიღებთ”,- აცხადებს მადრიდში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მომუშავე ლუსიანო პერესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები