უგზოუკვლოდ დაკარგულები და ათასობით ოჯახი სინათლის გარეშე – საფრანგეთში ქარიშხალი “ალექსი” მძვინვარებს (ფოტოკოლაჟი)

საფრანგეთში, ზღვისპირა ალპებთან, ძლიერი წვიმების შედეგად, რომელიც ქარიშხალმა “ალექსმა” გამოიწვია, 9 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Euronews ავრცელებს.

“ახლა ცნობილია, რომ 9 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა”,- აცხადებენ ზღვისპირა ალპების სახანძრო-სამაშველო სამსახურის დეპარტამენტში.

როგორც ცნობილია ქარიშხალი საფრანგეთს თავს ხუთშაბათს დაატყდა. განსაკუთრებთ დაზიანდა ქალაქი ბრეტანი და ლაჟვარდოვანი ნაპირი

ძლიერი წვიმის გამო, გამოირთო ელექტროენერგიაც. ენერგეტიკული კომპანია Enedis-ის ცნობით პარასკევს 22:00- საათიდან 13 500 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები