ნიკოლ ფაშინიანი – ეს თურქეთის მიერ სომხების გენოციდია, ჩვენ მათი ბოლო დაბრკოლება ვართ

“ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი დარეგულირება მხოლოდ მაშ შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც ტერორისტები და თურქეთი ამ რეგიონიდან გავლენ. თურქეთი იმპერიის აღზევებას გეგმავს და თუ კი ის ამას მოახერხებს ჩვენს რეგიონში, თურქეთი კონტინენტალურ ევროპამდე გაფართოვდება”,- როგორც გამოცემა “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა France 24-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ეს სომხების გენოციდის გაგრძელებაა თურქეთის მიერ. სამხრეთ კავკასიის სომხები – ეს თურქეთის ბოლო დაბრკოლებაა მისი ექპანსიითვის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და ჩდრილო-აღმოსავლეთით”,- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ის სხვა გამოსავალს, გარდა იმისა მობილიზდეს რაც შეიძლება მეტი ხალხი და ბრძოლა გაგრძელდეს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სერიოზული მოლაპარაკებები საკითხის მშვიდობიან რეგულირებაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტერორისტები და თურქები რეგიონს დატოვებენ.

“ცივილიზაციამ, სიცოცხლისკენ სწრაფვამ, შეუძლებელია ვერ გაიმარჯვოს, ხალხმა, რომელთაც აქვთ უფლება იცოცხლონ, შეუძლებელია ვერ გაიმარჯვოს. არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ სომეხ ხალხს, რომლებიც პლანეტა დედამიწაზე რამდენიმე ათასწლეულია ცხოვრობენ, აქვთ სიცოცხლისკენ სწრაფვა”,- განაცხადა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები