ილჰამ ალიევი: კონფლიქტი ახლა უნდა გადაწყდეს, აზერბაიჯანი არ აპირებს კიდევ 30-წლიან ლოდინს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა სადაც აცხადებს, რომ კონფლიქტი მთიან ყარაბაღში ახლა უნდა გადაწყდეს.

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი და რაც შეიძლება მალე მოვძებნოთ გამოსავალი. ჩვენ არ ვაპირებთ ისეთი საუბრების მოსმენას როგორიცაა: “მორჩი, ჩვენ ამ საკითხზე ვიმუშავებთ, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ჩვენ დაგეხმარებით”. ეს ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი. ჩვენ არ გვაქვს დრო კიდევ 30 წელი ველოდოთ. კონფლიქტი უნდა გადაწყდეს ახლა”,- აცხადებს ალიევი.

მისი თქმით, სომხეთი ცდილობს კონფლიქტი რეგულარული გახადოს და ამბობს: ” აი რისთვის იგონებენ “ფეიკნიუსებს” ზოგიერთ საგარეო დახმარებაზე აზერბაიჯანისთვის. ამ დროს მათ თავად სურთ დახმარება გარედან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები