ევროპაში მშვიდობა მხოლოდ რუსეთთან ერთად დამყარდება, და არა მის წინააღმდეგ – რას აცხადებენ ბუნდესტაგში

“დაუშვებელია ახალი “გამყინვარების” ჩამოყალიბება რუსეთსა და გერმანიას შორის ნავალნისთან შექმნილი ვითარების გამო”, – ამის შესახებ ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტმა, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატიული პარტიას” წარმოამდგენელმა, ვოლფგანგ კუბიკიმ განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ “რუსეთის არის და დარჩება მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთო ევროპულ სახლში”. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ შეუძლებელია მშვიდობის დამყარება რუსეთის გარეშე.

“ევროპაში მშვიდობა მხოლოდ რუსეთთან ერთად დამყარდება, და არა მის წინააღმდეგ”,- აცხადებს პოლიტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ომსკში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის ტესტირება ჩაუტარდა მოწამლვასთან დაკავშირებით რაზეც პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. მოგვიანებთ ნავალნის გერმანიაში გადაყვანის შემდეგ ბერლინში განაცხადეს, რომ ის “ნავიჩოკის” ტიპის ნივთიერებით იყო მოწამლული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები