ყარაბაღის დეფაქტო პრეზიდენტი სპეცრაზმთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე გაემართა

ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი, სპეცრაზმთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე გაემართა. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

“წინა ხაზზე ძალიან რთული ბრძოლა მიმდინარეობს. არტილერია ქალაქებს უმიზნებს, მათ შორის დედაქალაქსაც, ერი და სამშობლო საფრთხის წინაშეა. შესაბამისად, სპეცრაზმის დანაყოფებთან ერთად მე ბრძოლის წინა ხაზზე მივემართები, იქ მე უფრო საჭირო ვარ”,- წერს არუთუნიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები