“ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ყველა დარგის მიხედვით, არის ნათელი სურათი, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო”

“ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ყველა დარგის მიხედვით, არის ნათელი სურათი, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო და რა უნდა მოუტანოს საქართველოს არა მხოლოდ წარმატება, არამედ ამ ურთულეს ვითარებაში როგორ უნდა გავიდეთ სამშვიდობოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტებს სერიოზულად ის მოხვდათ გულში, რომ თემა არ დარჩა, სადაც ცა და დედამიწასავით განსხვავება არ იყოს მათ ნაკეთებსა და ჩვენ მიერ გაკეთებულ-გასაკეთებელს შორის.

„ოპონენტებს ნუ ეკითხებით, საზოგადოებას ჰკითხეთ, რომელიც ხედავს, რომ აუცილებელია, შედარებითი ანალიზი გაკეთდეს – რა გვქონდა და რა გვაქვს სოციალური პაკეტების თუ ეკონომიკის თუ უსაფრთხოების მიმართულებით. სამომავლოდ ორიენტირება იყო მთავარი ხაზგასმა იმ ანალიზისა, რა გაკეთდა გუშინ. რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდთან შედარება გამართლებულია პროფესიონალურადაც და მორალურადაც, რათა უამრავმა ადამიანმა, ვინც დაკავშირებული არ არის ემოციურად სადისტური მართვის იმ პერიოდთან, იცოდეს, რეალურად რა მოხდა. თუ ვინმეს კონკრეტულ ფაქტებზე აქვს რაიმე პრეტენზია, შეუძლიათ, დაასახელონ, რომ ესა თუ ის არ მომხდარა, არც მკვლელობა, არც წამება, არც ბიზნესების „ახევა“, – განაცხადა გია ვოსლიკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები