ერდოღანი: ბრძოლა ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებამდე არ დამთავრდება
“თურქეთი იყო და დარჩება აზერბაიჯანის მხარეს, ბრძოლა ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებამდე არ დამთავრდება”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ქონიას პროვინციაში ერთ-ერთი საავადმყოფოს გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის ოკუპაციისგან ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი გაათავისუფლა.
ერდოღანის თქმითვე, სომხურ მხარეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ პროვოკაციები არაერთხელ განუხორციელებია.
“თუმცა, უკანასკნელმა პროვოკაციამ სომხეთისთვის მოულოდნელი პასუხი მიიღო. თურქეთი იყო და იქნება მეგობრული აზერბაიჯანის მხარეს”, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.