ანრი ოხანაშვილი: პირველი, რაც “ნაცმოძრაობის” სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა, არის – „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“

“პირველი, რაც ,,ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა, არის – „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად არაფრისმომცემი, უშინაარსო და უსაგნო საარჩევნო კამპანიას წარმართავენ ისინი.

“პირველი, რაც მათი სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა, არის – „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დევიზს არ ცვლის, იაროს იმ სვლით, როგორც მიდიოდნენ ცხრა წლის განმავლობაში. ამის სიმბოლური გამოხატულებაა ცნობილი სიმღერის შემსრულებელი, რომელიც ჩასმულია სიაში.

შესაბამისად, ეს მიუთითებს იმაზე, თუ რა ჯგუფთან გვაქვს საქმე, რამდენად არაფრისმომცემი, უშინაარსო და უსაგნო საარჩევნო კამპანიას წარმართავენ ისინი. რაც მთავარია, ძალადობა და პროვოკაციები მათი მთავარი დღის წესრიგია. მათი სიის პირველი ნომერი გამოხატავს ზუსტად იმას,  როგორც მართეს ქვეყანა ცხრა წლის განმავლობაში. მათ სურთ, იმავე ხელწერით შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა თუ გაუვათ, თუმცა, ამას „ქართულმა ოცნებამ” ერთხელ 2012 ში და ამის შემდგომ არაერთგზის დაუსვა წერტილი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიული სია წარადგინა, რომლის პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები