ჩავუშოღლუ: თუ საერთაშორისო თანამეგობრობას სამხრეთ კავკასიაში ვითარების დეესკალაციაში სურს, წვლილი შეიტანოს, მაშინ სომხეთს ყარაბაღის დატოვება უნდა აიძულოს
“ეუთო-ს მინსკის ჯგუფს არსებობის წლების განმავლობაში არც კი უცდია სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება”, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ რომში იტალიელ კოლეგასთან, ლუიჯი დი მარიოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, – წერს Anadolu.
მისი თქმით, შუამავალთა პოზიცია ერევანს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალ პროვოკაციებისთვის აქეზებდა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.
ჩავუშოღლუმ ერევანს აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების დაუყოვნებლივი გაყვანა მოსთხოვა.
ამასთან, თურქეთის საგარეოუწყების ხელმძღვანელი მოწოდებას აკეთებს, რომ ანკარასა და ბაქოს ურთიერთობა არ იყოს კრიტიკის საგანი.
“არაფერია იმაზე ჩვეულებრივი, ვიდრე – თურქეთის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა. ანკარა მზად არის, წვლილი შეიტანოს კონფლიქტის დარეგულირებაში. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი უნდა მოგვარდეს! თუ საერთაშორისო თანამეგობრობას ნამდვილად სურს, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში ვითარების დეესკალაციაში, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა აიძულოს სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სამხედროები გაიყვანოს”, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
ამასთან, Anadolu-სგან განსხვავებით, რუსული მედია წერს, რომ ჩავუშოღლუმ ყველაფერთან ერთად ისიც თქვა, რომ “აზერბაიჯანს საკუთარი პოტენციალი აქვს, იბრძოლოს საკუთარი მიწებისთვის. ანკარას ბაქოს მხრიდან სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნა არ მიუღია. მაგრამ თუ ასეთს თხოვნას მივიღებთ, ვინც რა უნდა თქვას, მასზე დადებითად ვუპასუხებთ”.